GIS ჰიდროლოგიაში » GISACADEMY - გის აკადემია
ტელეფონი
+995 514643883
ელ.ფოსტა
info@gisacademy.ge
მისამართი
ა.პოლიტკოვსკაიას 6
GIS ჰიდროლოგიაში
კურსის შეფასებები
შეფასებები
შეფასების დამატება
დატოვე შეფასება
კოდის განახლება

GIS ჰიდროლოგიაში


სილაბუსი

                                                                                                                             კურსის ღირებულება:  1000 ლ 

                                                                                                                                                                          

სასწავლო პროგრამის შესახებ 

კურსი განკუთვნილია ჰიდროენერგეტიკის, სამელიორაციო და საგზაო ინდუსტრიაში ჩართული როგორც გადაწყვეტილების მიმღები და მას დაქვემდებარებული ორგანოსთვის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს რკინიგზა, საგზაო საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სხვ.), ასევე დაინტერესებული საზოგადოების სხვა ნაწილისთვისაც (საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები, საპროექტოები, ინდმეწარმეები, კერძო პირები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ მიკრო ჰესის აშენება, ჰიდროლოგიის მკვლევარები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სხვ.).

კურსი მოიცავს გეოინფორმაციული სისტემების დახმარებით სხვადასხვა ტიპის ჰიდროლოგიური ანგარიშების გაკეთებას, ჰიდროლოგიური ცოდნის შეძენასა და მის პრაქტიკული გამოყენების  საკითხებს. 

კურსში განხილული საკითხების ცოდნა დაეხმარება ჰიდროენერგეტიკის, სამელიორაციო და საგზაო ინდუსტრიაში დასაქმებულ კერძო თუ იურიდიულ პირებს ჰესების პროექტირება-მშენებლობაში, სხვადასხვა დანიშნულების სახიდე გადასასვლელებისა და საავტომობილო გზების დაპროექტება-მშენებლობაში, ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარებაში, სარწყავი და სანიაღვრე არხების დაპროექტებაში, სარკინიგზო დანიშნულების ხიდებისა და ხაზების დაპროექტებაში. 

გარდა ამისა, მიღებული ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყალდიდობისა და წყალმოვარდნის დროს მოსახლეობის დროული ევაკუაციისთვის გამაფრთხილებელი სისტემის დანერგვაში. აღნიშნული საქმიანობა გის ტექნოლოგიების დახმარებით ადვილად შესაძლებელია. 

 

მეთოდი

კურსი ჩატარდება აუდიტორიაში ან დისტანციურად (ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად)

 

ხანგრძლივობა

კვირაში ჩატარდება 2 ლექცია და პრაქტიკული მეცადინეობა 1-4 საათის ხანგრძლივობით, სულ 8 ლექცია.

 

სერტიფიცირება

სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია დასწრების 50% და ტესტირების წარმატებით გავლა − 50%.

 

კურსს გაუძღვება

ჰიდროლოგი: დავით მეურმიშილი

რეგისტრაცია
13-04-2022, 15:50