ზურაბ ლაოშვილი
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორიპროფესორიESRI-ის სერტიფიცირებული GIS ექსპერტიგის და დზ კომპანია „სკაფისის“ დირექტორი"გის აკადემიის" თანადამფუძნებელი და ტრენერიათეული წლებია გეოინფორმაციულ სისტემებს ასწავლის სხვადასხვა მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში. თანამშრომლობს სასწავლო ცენტრებთან. არის სასწავლო სტუდიის – „გის ჯგუფის“ დამაარსებელი. აქვს არაერთი პროექტი განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით, სადაც ათეულობით წლების განმავლობაში დააგროვა უბადლო ცოდნა და გამოცდილება GIS სფეროში. არის ავტორი წიგნების: “გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები“, „გამოყენებითი კარტოგრაფიის საფუძვლები გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტებისთვის“, „გეოგრაფია ყველასათვის“, გეოგრაფია (ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის), ასევე ავტორი არაერთი სამეცნიერო სტატიისა, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთ იმპაქტფაქტორულ ჟურნალებში.
"გის აკადემიაში" ზურაბ ლაოშვილი წარმოდგენილია როგორც ავტორი და ტრენერი კურსებისა:
"GIS-ები საამზომველო, სამშენებლო და არქიტექტურულ სფეროში",
"ტოპოგრაფია-გეოდეზიის საბაზისო პრაქტიკული კურსი თეორიული საფუძვლებით" და
"გეოინფორმაციული სისტემების II დონის კურსი".