მარიამ ნარსია
გის სპეციალისტი
HR სპეციალისტი
გეოგრაფიისა და გის ტექნოლოგიების მაგისტრი
"გის აკადემიის" მენეჯერი
2013 წლიდან აქტიურად ჩაერთო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტში - "საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა" - გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე. 2014 წლიდან საქმიანობას აგრძელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში, სადაც წვლილი მიუძღვის გეონფორმაციული სამმართველოს ჩამოყალიბებაში და გისის წარმატებით დანერგვაში. საქმიანობა მიმდინარეობს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიქტების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებით, რაშიც გისის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. 2020 წელს მან შეითავსა მეორე პოზიცია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ასევე ჩართულია სააგენტოს მიმდინარე პროექტებში გეოინფორმაციული სისტემების განვითარების კუთხით.
მარიამ ნარსია "გის აკადემიის" ფარგლებში არის მენეჯერი.