ციფრული აეროფოტოგრამმეტრია დრონის გამოყენებით » GISACADEMY - გის აკადემია
ტელეფონი
+995 514643883
ელ.ფოსტა
info@gisacademy.ge
მისამართი
ა.პოლიტკოვსკაიას 6
ციფრული აეროფოტოგრამმეტრია დრონის გამოყენებით
კურსის შეფასებები
შეფასებები
შეფასების დამატება
დატოვე შეფასება
კოდის განახლება

ციფრული აეროფოტოგრამმეტრია დრონის გამოყენებით


სილაბუსი

                                                                                                                                      კურსის ღირებულება

1000  

 

კურსის შესახებ

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აეროფოტოგრაფიაც განვითარდა და დღითიდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. 

ახალი თაობის უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) და მასზე დამონტაჟებული ციფრული კამერები, საშუალებას გვაძლევს, მარტივად და ოპერატიულად მივიღოთ მეტი ინფორმაცია დედამიწის ზედაპირზე არსებული ობიექტების შესახებ.

ფოტოგრამმეტრული პროგრამის (Photoscan) გამოყენებით შეგვიძლია დავამუშავოთ  დრონიდან მიღებული აეროსურათები და ვაქციოთ გეომეტრიულად ზუსტ და გეორეფერენსირებულ 3-განზომილებიან საბოლოო პროდუქტად, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ  მრავალი მიმართულებით: გეოდეზია, სოფლის მეურნეობა, ქალაქგეგმარება, კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, ეკოლოგია და სხვ. 

კურსი მოიცავს დრონიდან აერო ფოტოგადაღებას და მიღებული აეროსურათებიდან საბოლოო პროდუქტების გენერირებას. კურსი გაყოფილია 2 ნაწილად და შედგება როგორც საველე, ისე ლაბორატორიული მეცადინეობებისაგან. ველზე შეხება გვექნება როგორც უპილოტო საფრენი აპარატის მართვასთან, ასევე ფოტოგრამმეტრიული აეროგადაღებისთვის საჭირო საფრენი მისიის შედგენასთან. ლაბორატორიული სამუშაო მოიცავს ფოტოგრამმეტრული პროგრამა Photoscan-ის მეშვეობით სურათების დამუშავებას და საბოლოო პროდუქტების მისაღებად საჭირო ყველა საფეხურის გავლას. 

მეთოდი

კურსი ამ ეტაპზე ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. თუმცა, ონლაინ ლექციების გარდა, კურსი საველე პარაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავს. (ლისის ტბის სანახები) 

ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 6 გაკვეთილს და საბოლოო გამოცდას. გაკვეთილებიდან ორი იქნება ლექცია, ხოლო 4 – პრაქტიკული სამუშაო (2 საველე და 2 ლაბორატორიული). 

სერტიფიცირება
სერტიფიკატი გაიცემა საბოლოო გამოცდის წარმატებით დახურვის შემთხვევაში. 
 

რეგისტრაცია
18-03-2021, 23:24