GIS ტურიზმში » GISACADEMY - გის აკადემია
ტელეფონი
+995 514643883
ელ.ფოსტა
info@gisacademy.ge
მისამართი
ა.პოლიტკოვსკაიას 6
GIS ტურიზმში
კურსის შეფასებები
შეფასებები
შეფასების დამატება
დატოვე შეფასება
კოდის განახლება

GIS ტურიზმში

სილაბუსი

                                                                                                                                                     კურსის ღირებულება

                                                                                                                                                             1000 ლ 

კურსის შესახებ

კურსი განკუთვნილია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული როგორც დამკვეთი და გადაწყვეტილების მიმღები (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია), ისე პრაქტიკოსი ტუროპერატორებისთვის (ტურისტული კოპმანიები, ინდმეწარმეები, ტურიზმით დაკავებული კერძო პირები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ექსკლუზიური მარშრუტის დაგეგმარება, ტურიზმის მკვლევარები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სხვ.).

კურსი მოიცავს გეოინფორმაციული სისტემების დახმარებით ახალი ტურისტული მარშრუტის დაგეგმარებისა, ტურისტული მარშრუტის უსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის, ტურისტული შინაარსის ზოგადგეოგრაფიული (ფიზიკური, ტოპოგრაფიული) და თემატური რუკების გენერირებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების  საკითხებს. 

კურსში განხილული საკითხების ცოდნა დაეხმარება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ კერძო თუ იურიდიულ პირებს სივრცითი მონაცემების მართვისა და ანალიზის ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდობით რაციონალურად დააგეგმარონ ახალი ტურისტული მარშრუტი, განსაზღვრონ მისი ტიპი, ცალკეული მონაკვეთების სირთულის კატეგორიები, შეარჩიონ ადგილი მარშრუტის ინფრასტრუქტურისა (გადასახედები, შესვენების ადგილი და სხვ.) და ტექნიკური რეგულირების ობიექტებისათვის (მაგ., ნიშნული, მანიშნებელი დაფა, საინფორმაციო ნიშანი, საინფორმაციო დაფა და სხვ.). გარდა ამისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურისტული მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რის იეფექტურობის გაზრდა გის ტექნოლოგიების დახმარებით ადვილად შესაძლებელია. 

მიღებული ცოდნა კურსდამთავრებულს დაეხმარება რაციონალური და ოპტილამური გახადოს ახალი ტურისტული მარშრუტების დაგეგმარების პროცესი; გის-ის მონაცემების საფუძველზე შეადგინოს და კომპოზიციურად დაამუშაოს ტურისტული შნაარსის ზოგადგეოგრაფიული  (ფიზიკური, ტოპოგრაფიული) და თემატური რუკები.


მეთოდი

კურსი ამ ეტაპზე ჩატარდება ონლაინ რეჟიმში

ხანგრძლივობა

კვირაში ჩატარდება 2ლექცია 2 საათის ხანგრძლივობით

სერტიფიცირება

სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია დასწრების 50% და ტესტირების წარმატებით გავლა − 50%. 

ტრენერი: 

ზურაბ ლაოშვილი


რეგისტრაცია
12-02-2022, 16:04