კურსის ღირებულება
950₾
სასწავლო პროგრამის შესახებ
გეოინფორმაციული სისტემების საბაზისო კურსი მოიცავს გეოინფორმაციული სისტემების საფუძვლებს − მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ტრანსფორმაციის, ადმინისტრირებისა და შენახვის მეთოდებს.
კურსი განკუთვნილია ისეთი მსმენელებისთვის რომელთაც გააჩნიათ ელემენტარული კომპიუტერული უნარები და სურვილი გეოინფორმაციული სისტემების შესასწავლად.
ტრენინგის დროს განსაკუთრებული აქცენტი იქნება გაკეთებული ArcMap პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების განხილვა/შესწავლაზე პრაქტიკული მაგალითბის გამოყენებით.
ტრენინგის პროცესში გამოყენებული მასალა და სავარჯიშოები განზოგადებული იქნება სხვადასხვა მიმართულებების ინტერესის ჭრილში.
მეთოდი
კურსი ამ ეტაპზე ჩატარდება ონლაინ რეჟიმში
ხანგრძლივობა
კვირაში ჩატარდება 3 ლექცია 1.5 საათის ხანგრძლივობით, სულ 10 ლექცია.
სერტიფიცირება
სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია დასწრების 50% და ტესტირების წარმატებით გავლა − 50%.
სტაჟირება
საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ექნებათ სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივა.
კურსს გაუძღვება ანა ირემაშვილი