სასწავლო პროგრამის შესახებ
კურსი მოიცავს საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით არსებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ საკითხებს.
კურსში განხილული საკითხების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა იმ კერძო თუ იურიდიული პირისთვის, რომლის საქმიანობა გარემოზე თუნდაც მინიმალურად ახდენს ზეგავლენას. ასეთი შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის, საინჟინრო-საწარმოო, მოპოვებითი და სხვა საქმიანობები. ასევე ძალიან აქტუალურია მსგავსი ცოდნა სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორც მარეგულირებელ ასევე ზედამხედველ პოზიციებზე.
მიღებული ცოდნა დაეხმარება კურსდამთავრებულს სწორი გარემოსდაცვითი საქმიანობის წარმართვაში. სასწავლო კურსი განკუთვნილია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც სტუდენტებისთვის ასევე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული პირებისთვის.მეთოდი
კურსი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში
ხანგრძლივობა
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია 2 საათის ხანგრძლივობით, სულ 10 ლექცია.
სერტიფიცირება
სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია დასწრების 50% და ტესტირების წარმატებით გავლა − 50%.
სტაჟირება
საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ექნებათ სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივა.
კურსს გაუძღვება