კურსის ღირებულება
1000₾
კურსის შესახებ
კურსი ითვალისწინებს სტიქიურ-დამანგრეველი ბუნებრივი პროცესების გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და საფრთხეების შეფასებას თანამედროვე მეთოდოლოგებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, გაეცნობი გასატარებელი დამცავი ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავების მსოფლიოსა და საქართველოში მიღებულ პტაქტიკას თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებით.
კურსი განკუთვნილია გეოლოგიის, გეოგრაფიის, საპროექტო/სამშენებლო ან ამ დარგებთან ახლოს მყოფი სტუდენტებითვის და ამ საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირთათვის.
კურსის მსვლელობის დროს განსაკუთრებული აქცენტი იქნება გაკეთებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების და ArcMap პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების განხილვა/შესწავლაზე პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, ასევე გათვალისწინებულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური-დამანგრეველი გეოლოგიური პროცესებით დაძაბულ უბანზე საველე ვიზიტი, სადაც მოხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დემონსტრირება.
კურსს გაუძღვება: გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და ჰიდროგეოლოგიის სამმართველოს უფროსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მეწყრების და ღვარცოფების საერთაშორისო კონსორციუმის, საინჟინრო-გეოლოგიის და გარემოს საერთაშორისო ასოციაციის წევრი გეოგრაფია-გეოლოგიის დოქტორი გიორგი გაფრინდაშვილი.
მეთოდი
კურსი ამ ეტაპზე ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
ხანგრძლივობა
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია 1.5 საათის ხანგრძლივობით.
სერტიფიცირება
სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია დასწრების 50% და ტესტირების წარმატებით გავლა − 50%.
სტაჟირება
საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ექნებათ სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივა.