კურსის ღირებულება
I მოდული - კამერალური სამუშაოები 600₾
II მოდული - საველე პრაქტიკა 300₾
სასწავლო პროგრამის შესახებ
კურსი მოიცავს საამზომველო, სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიების სამუშაოებთან დაკვშირებულ ყველა იმ საკითხს (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი, სიტუაციური, შიდა აზომვითი და ტოპო ნახაზების გენერირება გის ფორმატში), რომელიც დღევანდელ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზეა მორგებული და ემსახურება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას მონაცემთა მოპოვების, დამუშავების და გაფორმების ეტაპებზე.
კურსი განკუთვნილია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთაც აქვთ ელემენტარული სამომხმარებლო დონის კომპიუტერული ცოდნა და სივრცეში ორიენტირების უნარი.
სასწავლო პროგრამა შედგება 2 მოდულისაგან:I მოდული ორიენტირებულია კამერალურ (კომპიუტერთან) მუშაობაზე, რომლის დროსაც მსმენელი ისწავლის საველე და ინტერნეტსივრციდან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გის-ში ინტეგრირებას. გამოყენებული იქნება ArcGIS-ის დამატებითი აპლიკაცია და AutoDesk-ის პროგრამული უზრუნველყოფა Revit.
II მოდული ემსახურება საამზომველო საქმიანობაში ფართოდ გავრცელებული ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების მოხმარების ძირითადი პრინციპების გაცნობას და საჭირო პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებას.პრაქტიკული ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება უმაღლესი ხარისხისა და მაღალი სიზუსტის მქონე ხელსაწყოები.
ხანგრძლივობა: