უძრავ ნივთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი » GISACADEMY - გის აკადემია
ტელეფონი
+995 514643883
ელ.ფოსტა
info@gisacademy.ge
მისამართი
ა.პოლიტკოვსკაიას 6
უძრავ ნივთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი
კურსის შეფასებები
შეფასებები
შეფასების დამატება
დატოვე შეფასება
კოდის განახლება

უძრავ ნივთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი

                                                               

სილაბუსი


 ტრენინგის ღირებულება


150  120


დაიწყო რეგისტრაცია ტრენინგზე უძრავ ნივთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი, რომელსც გაუძღვებიან საჯარო რეესტრის იურისტები-არტურ აკოფოვი და ია მამფორია

საქართველოში მიწის რეფორმა 1992 წლიდან დაიწყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო,  უამრავი ხარვეზით ჩატარდა, რამაც თავის მხრივ განაპირობა, კიდევ არაერთი მიწის რეფორმის ჩატარება. 

დროთა განმავლობაში, იხვეწებოდა უძრავ ქონებასთან, მათ შორის მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ტექნოლოგიურად ვითარდებოდა შესაბამისი საამზომველო ხელსაწყოები.

2016 წლიდან ამოქმედდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც საქართველოში კიდევ ერთი მასშტაბური მიწის რეფორმის დაწყებასთან ასოცირდება. 

ტრენინგი მოიცავს სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. განხილული იქნება დღეს მოქმედი მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო რეგულაციები და შესაბამისი პრაქტიკული  მაგალითები. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდგომ, თქვენ სულ სხვა კუთხით დაინახავთ მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს და გაეცნობით ისეთ დეტალებს, რომლებიც სამომავლოდ ბევრად გაგიმარტივებთ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებთან მუშაობას.

 

 




სამიზნე ჯგუფი:   

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ადვოკატები და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი

ჯგუფის წევრების რაოდენობა: 

8-10 პირი

ტრენინგის ჩატარების ადგილი:  

Google meet პლატფორმა

ტრენინგის ხანგრძლივობა:  

8  აკადემიური საათი 

სერტიფიცირება: 

სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია, მონაწილე დაესწროს ტრენინგის ხანგრძლივობის 75%-ს.

ტრენერები:   

არტურ აკოფოვი, ია მამფორია

რეგისტრაცია
15-04-2021, 22:22