გეოინფორმაციული სისტემების II დონის კურსი » GISACADEMY - გის აკადემია
ტელეფონი
+995 514643883
ელ.ფოსტა
info@gisacademy.ge
მისამართი
ა.პოლიტკოვსკაიას 6
გეოინფორმაციული სისტემების II დონის კურსი
კურსის შეფასებები
შეფასებები
შეფასების დამატება
დატოვე შეფასება
კოდის განახლება

გეოინფორმაციული სისტემების II დონის კურსი

სილაბუსი

                                                                                                                                                              კურსის ღირებულება

1200 


კურსის შესახებ

გეოინფორმაციული სისტემების მეორე დონის კურსი მოიცავს ArcGIS Desktop-ის იმ საჭირო ფუნქციების, პროცედურებისა და ხელსაწყოების გაფართოებულ შესაძლებლობებს, რომლებიც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად  გამოიყენება. მასში შედის: რედაქტირების, მონაცემთა ვიზუალიზაციის, რუკის კომპოზიციური დამუშავებისა და ბეჭდვის გაფართოებული შესაძლებლობები,, კარტოგრაფიული წარმოდგენა, „გონიერ“ წარწერებთან მუშაობა, ატრიბუტული ცხრილის გაფართოებული შესაძლებლობები, გის პროცედურების ავტომატიზაცია – Model Builder, 3D Analyst-ის ზოგიერთი ხშირად გამოყენებადი ფუნქცია, მთელი რიგი სასარგებლო უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში ერთი გაკვეთილი დაეთმობა თემატურ გის პროცედურებს, რომლებსაც მსმენელის ინტერესის სფეროს მიხედვით ვარჩევთ.

კურსი განკუთვნილია ისეთი მსმენელებისთვის რომელთაც აქვთ გის-ის საბაზისო ცოდნა  და სურთ უფრო სწრაფად და კვალიფიციურად აწარმოონ გეოინფორმაციული სისტემები.

ტრენინგის პროცესში გამოყენებული მასალა და სავარჯიშოები განზოგადებული იქნება სხვადასხვა მიმართულებების ინტერესის ჭრილში.

მეთოდი

კურსი ამ ეტაპზე ჩატარდება ონლაინ რეჟიმში

ხანგრძლივობა

კვირაში ჩატარდება 3 ლექცია 1.5 საათის ხანგრძლივობით

სერტიფიცირება

სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია დასწრების 50% და ტესტირების წარმატებით გავლა  50%. 

სტაჟირება

საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ექნებათ სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივა.

რეგისტრაცია
15-03-2021, 22:25